 რომი, 18 ივლისი, 2010 ქშ - გასულ კვირას საკვირაო ანგელუსის ლოცვის შემდეგ პაპმა ბენედიქტე XVI-მ მიმართა პეტრე მოედანზე შეკრებილთ: “ჩვენ ეხლა აქ შუა და ცხელ ზაფხულში ვიმყოფებით. დრო, როცა სკოლებიც საარდადეგებოდ იხურება. საკრებულოებიც ამცირებენ მათ აქტიურობას და მეც ვწყვიტავ მიღებებს ამ პერიოდში. ამგვარად ეს არის გამოსადეგი დრო, რათა დავაყენოთ პირველ ადგილას ის, რაც მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ანუ მოვუსმინოთ ღვთის სიტყვას. დღევანდელი საკვირაო საკითხავი სახარებიდან მარიამისა და მართას შესახებ (ლუკა 10, 32-34) გვასწავლის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიდსულოვანი სტუმართმოყვარეობა. მაგრამ ის, რაც ადამიანს ნამდვილად სჭირდება, არის უფლის სიტყვა.
|